მე და ჩემი მეუღლე დიდხანს ვოცნებობდით ბავშვზე. და ბოლოს დადებითი პასუხი მივიღეთ - მე ორსულად ვიყავი! ვფიქრობდით, რომ ჩვენზე ბედნიერი მთელ პლანეტაზე არავინ იყო! ყოველ დღე ვსაუბრობდით ჩვენს შვილზე, წარმოვიდგენდით პაწაწინა თითებს, ხელებს, ფეხებს. ვგეგმავდით, როგორ ვიზრუნებდით მასზე, როგორ შევეცდებოდით, მიგვეცა ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო.
ეს ჯადოსნური 9 თვე იყო! და დღე როდესაც ჩვენი პატარა დაიბადა - ნამდვილი სასწაული! ჯერ კიდევ გუშინ ფეხებს მუცელში მირტყამდა, ახლა კი ტირის და პატარა ფეხებს გაბრაზებით მაშინ აქნევს, როცა ჩემი სითბო და მზრუნველობა სჭირდება.
ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ყველაფრისთვის ვიყავით მზად. მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა... ბავშვს მუდმივი ყურადღება სჭირდება - უნდა შეამოწმო წყლის ტემპერატურა აბაზანაში, დაეხმარო დაძინებაში, შეიმუშაო კვების რეჟიმი, აჭამო სწორი ტემპერატურის საკვები, ახალმომზადებული და ჯანსაღი... აღარაფერს ვამბობ იმ გრძელ დღეებზე, როცა პატარა ავადაა. ასეთ მომენტებში ყოველთვის გჭირდება დახმარება.
მე და ჩემი მეუღლე ვეძებდით გზებს, რომ ეს რუტინული პროცესები ჩვენთვისაც და ბავშვისთვისაც უფრო კომფორტული ყოფილიყო. დიდი დრო დაგვჭირდა სწორი მოწყობილობებისა და გაჯეტების შესარჩევად: პრობლემა იყო ის, რომ არც ერთი კომპანია არ გვთავაზობდა საჭირო მოწყობილობების სრულ ასორტიმენტს.
ინტერნეტში დიდი ხნის ძიების შემდეგ, აღმოვაჩინეთ რომ მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ოჯახებსაც ჰქონდათ.
ჩემი მეუღლე, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების მიმართულებით მუშაობს, შთაგონებული იყო ახალშობილებისთვის საჭირო ყველა მოწყობილობის სრული ასორტიმენტის შექმნის იდეით. აი, ასე გაჩნდა ბრენდი AGU (Advanced Growing Up).